მანნა - ქართული კომპანია,


ჩვენ შესახებ
2017 წელს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ გაიხსნა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.
მანნა ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქციის წარმოებაზე, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებსა და დანამატებს. წარმოების პროცესში დაცულია ISO 22000-ისა და HACPP-ის სტანდარტები. კომპანიას ასევე მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარებული „კავკასსერტის“ ბიო პროდუქციის წარმოების სერტიფიკატი და კოშერის სერტიფიკატი


ჩვენი გუნდი შემდგარია წამყვანი სპეციალისტებისგან, რომლებსაც მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ სოფლის მეურნეობის მართვისა და წარმოების სფეროში. საწარმოს ფინანსური და ორგანიზაციული მართვა ხორციელდება კომპანიაში დანერგილი ERP-ის სისტემის მეშვეობით. ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფენ დარგისა და სურსათის უსაფრთხოების პროფესიონალი სპეციალისტები.
„მანნას“ საწარმო დაფინანსებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი აგრო პროექტის ფარგლებში და დამფუძნებლების მიერ ინვესტირებული თანხებით. მარკეტინგული და საკონსულტაციო მხარდაჭერა ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID REAP – ის პროექტის თანადაფინანსებით.
