ISO 22 000:2005
ISO 22 000:2005
საწარმოში დანერგილია სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის წარმოების წინაპირობას წარმოადგენს.
ISO 22000:2005 სერტიფიკატის ფლობა, წარმოადგენს იმ გარემოების დადასტურებას, რომ:
– სასურსათო ჯაჭვის (წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის, დასაწყობების, ტრანსპორტირების, რეალიზაციის) თითოეულ სტადიაზე დაცულია საყოველთაოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნები;
– მანნა აწარმოებს უვნებელ პროდუქტს, საფრთხეების თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან მათ მისაღებ დონემდე შემცირების გზით; დოკუმენტურად ადასტურებს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უვნებლობას და უზრუნველყოფს პროდუქტის მიკვლევადობის სისტემის შემუშავებას.
და ბოლოს, კომპანიის სურსათის უვნებლობის პოლიტიკა ორიენტირებულია მომხმარებელზე და მაქსიმალურად უზრუნველყოფს საწარმოში არსებული სურსათის უვნებლობის სისტემის დახმარებით, საერთაშორისო და ადგილობრივ საკანონმდებლო მოთხოვნებთან, პროცესებისა და პროდუქტის შესაბამისობას.

ბიოწარმოების სერტიფიკატი
ბიოწარმოების სერტიფიკატი
ბიოპროდუქციის წარმოების სერტიფიკატი ადასტურებს, რომ საწარმოში დანერგილი ბიოწარმოების მართვის ერთიანი სისტემა, უზრუნველყოფს ბიოპროდუქციის წარმოების სტანდარტთან შესაბამისობას წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ყველა ეტაპზე.
მანნა-ს წარმოებულ პროდუქტზე არსებული ნიშანდება ,,ბიო/ორგანული” ნიშნავს, რომ პროდუქტი წარმოებულია ბიოპროდუქციის წარმოების, გადამუშავების, ნიშანდების და გასაღების სტანდარტის მიხედვით და სერტიფიცირებულია აღიარებული სერტიფიცირების ორგანოს მიერ.

კოშერის სერტიფიკატი
კოშერის სერტიფიკატი
კოშერის სერტიფიცირება საერთაშორისო დონის ავტონომიური სტანდარტია, რომელიც ფართოდ გავრცელებულია უმეტესად საკვები ინგრედიენტების წარმოების და საცალო სექტორში.
კოშერის სერტიფიკატი, ადასტურებს რომ მანნა-ს მიერ წარმოებულ პროდუქტში შემავალი თითოეული ინგრედიენტი და წარმოებაში გამოყენებული დამხმარე საშუალებები არის კოშერი ანუ ვარგისი მოხმარებისთვის (იუდაური რელიგიის მიხედვით). ამასთან, პროდუქტის წარმოების პროცესიც შესაბამისობაშია კოშერის სტანდარტის მოთხოვნებთან, რაც დადასტურებულია კოშერის მასერტიფიცირებელი აუდიტორის მიერ.
კოშერის სერტიფიკატის ფლობა მანნა-ს წარმოებულ პროდუქციას კიდევ უფრო კონკურენტულს ხდის საერთაშორისო ბაზარზე.